არიენ რობენი

არიენ რობენი (ნიდერლ. Arjen Robben დ. 23 იანვარი1984) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ მიუნხენის „ბაიერნში“. ამპლუით თავდამსხმელია, თუმცა ასევე თამაშობს გარემარბად და წინ წაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე. ცნობილია დრიბლინგით, სისწრაფითა და მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი, გრძელი დარტყმებით. იყო ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და მის რიგებში მონაწილეობა მიიღო ევროპის 200420082012 წლების ჩემპიონატებსა და მსოფლიოს 20062010 და 2014 წლების ჩემპიონატებში. არის 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამავე გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ „PSV-ში“გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო.[1] მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“ შეუერთდა.

კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[2][3] 2007წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთშიმადრიდის „რეალში“ გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლის აგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.[4] ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო. სეზონის ბოლოს არიენ რობენი გერმანიის წლის ფეხბურთელადდაასახელეს.[5] მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გავიდა 2013წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა, გახდა ლიგის გამარჯვებული და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა.


საკლუბო კარიერა

გრონინგენი

რობენი თავის პირველ პროფესიონალურ კლუბ გრონინგენში 1999–2000 წლების სეზონში გამოდიოდა. ლიგის თამაშებში გაიტანა 3  გოლი. კლუბის მწვრთნელმა იან ვან დეიკმა 2000 წლის ნოემბერში თავდამსხმელი რობენი „ტვენტეს“ წინააღმდეგ თამაშში გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა არიენს მოედანზე გამოსვლა დეკემბრამდე არ მოუწია. 2000 წლის 3 დეკემბერს „ვალვიიკის“ წინააღმდეგ მატჩის 79-ე წუთზე გრონინგენის ფეხბურთელი ლეონარდო დოს სანტოს სილვა დაშავდა და მოედანზე მის ნაცვლად არიენ რობენი გამოჩნდა. ზამთრის შემდეგ, რობენი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.[6] პირველი სეზონის ბოლოს რობენი წლის ფეხბურთელად დაასახელეს. არიენმა თანაგუნდელ ჟორდი ჰაისტრიტთან ერთად გრონინგენის ახალგაზრდული აკადემიის სიძლიერე დაამტკიცა. რობენი შემდეგ სეზონშიც გრონინგენში დარჩა. 20012002 წლების სეზონში მოედანზე 28  მატჩში გამოჩნდა და ექვსი გოლიც გაიტანა.

საკლუბო სტატისტიკა


სანაკრებო
სანაკრებო სტატისტიკა


ევრო 2008


რობენი 2009 წელს, იაპონიასთან მატჩის წინ.
ევრო 2008-ზე, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარკო ვან ბასტენმა თავისი გუნდის ტრადიციული ტაქტიკური მონახაზი 4-3-3-დან 4–2–3–1-ზე გადააწყო და უპირატესობა რაფაელ ვან დერ ვაარტს, უესლი სნეიდერსა და დირკ კუიტის ნახევარმცველთა ტრიოს მიანიჭა. რობენი იძულებული გახდა მარცხენა ფლანგზე, ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის რობინ ვან პერსისთანებრძოლა. საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის მატჩში რობენი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა და გოლიც გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებმა ფრანგებს 4:1 აჯობა. მომდევნო მატჩშიც რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ არიენი შეცვლაზე შემოვიდა, შემდგომ კი ტრავმაც მიიღო და იძულებული გახდა 1/4 ფინალური მატჩი, რუსეთის ნაკრებისწინაღმდეგ გამოეტოვებინა. ნიდერლანდების ნაკრები რუსულ ბარიერს ვერ გაცდა და ტურნირს გამოეთიშა.

Leave a comment